Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
"ვიყენებთკომპიუტერს"
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
კომპიუტერის გამოყენება მონაცემთა შეგროვებასა და მათი მახასიათებლების (დიაპაზონის, სიხშირის და ფარდობითი სიხშირის    ) პოვნაში.
3.პროექტის აქტუალობა:
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დაინტერესდა სტუდენტების მიერ თვის განმავლობაში მობილური კავშირისას დახარჯული დროით.მოსწავლეებს ევალებათ ჩაატარონ გამოკითხვა სტუდენტებში ( გამოკითხვისთვის შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური ქსელებიც), მოახდინონ მოძიებული მონაცემების ანალიზი. პროექტის დამუშავებისას მოსწავლეები  განივითარებენ კომპიუტერთან მუშაობის, სტატისტიკური მონაცემების მახასიათებლების გამოთვლის უნარჩვევას.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებიგაეუფლონ   სტატისტიკური მოვაცემების შეგროვების, მათი ანალიზის, კომპიუტერში '' EXCEL''-ზე მუშაობის უნარ-ჩვევას.პრაქრიკულად შეძლებენ მონაცემების სიხშირის, ფარდობითი სიხშირის გამოთვლას ისტის გამოყენებით.
5. მონაწილეთა ასაკი:
15- 16 წელი.
6. ვადები /ხანგრძლივობა:
3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მონაცემები დაიყოფა 6 ტოლ ინტერვალად და შედგება ამ მონაცემების ფარდობითი სიხშირის სვეტოვანი დიაგრამა.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, სამიზნე ჯგუფი(სტუდენტები).
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის განხორციელება მოხდება  ორ ჯგუფში.(ჯგუფებად დაყოფა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით): I ჯგუფი შეაგროვებს მონაცემებს, II ჯგუფი მოახდენს მათ დამუშავებას.( თუმცა   ამ დროს I ჯგუფიც აქტიურად იქნება    ჩართული.)
    მოსწავლეები წინასწარ გაეცნობიან მასწავლებლის მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას:        D  ( დაბალი) - მოსწავლე არის პასიური ჯგუფის მუშაობისას.
                           C (საშუალო) - მოსწავლე ჩართულია მონაცემების მოძიებაში, მაგრამ პასიურია კომპიუტერთან მუშაობისას.
                          B (კარგი) - მოსწავლე ჩართულია მონაცემების შეგროვებისას, ნაწილობრივ მონაწილეობს კომპიუტერთან მუშაობაშიც, მაგრამ უჭირს ფორმულების გამოყენება.
                         A  ( მოსწავლე აქტიურია მთელი პროექტის განხორციელების მსვლელობისას, ავლენს პრეზენტაციის უნარ-ჩვევას.
      მოსწავლეები შეაგროვებენ მონაცემებს სტუდენტებში იმის შესახებ, თუ თვის განმავლობაში მობილური კავშირისას რამდენ წუთს ხარჯავენ.
    შეგროვილი მონაცემებიდან უდიდესისა და და უმცირესის სხვაობით მიღებულ შუალედს დაყოფენ ტოლი სიგრძის 6 ინტერვალად და გამოთვლიან  თითოეულ ინტერვალში ,,  მოხვედრილ აბონენტთა" ოდენობას(სიხშირეს), ფარდობით სიხშირეს(პროცენტებით) და ააგებენ სვეტოვან დიაგრამას.
  პროექტის დაგეგმვისას მოსწავლეებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, თუ რამდენ ტოლ შუალედად დაყონ მონაცემები.
პროექტის მსვლელობისას მნიშვნელოვანია,რომ  მონაცემების დამუშავება მოახდინონ კომპიეტერულ პროგრამა ,,EXCEL"-ში. კერძოდ: შეურჩიონ პროგრამას სახელი, ჩაწერონ მონაცემები ცხრილში,
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გგეგმასთან კავშირი;
ისტი, მოიპოვებს სტატისტიკურ მონაცემებს და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
  ლიანა რობიტაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
lia.robitashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
liarobitashvili.blogspot.com